„დილა“ – „მარიტიმუ“ (20.00)
12:17 30.08.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს გორის „დილა“ თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს - ქართული გუნდი თბილისის „მიხეილ მესხზე“ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩში პორტუგალიურ „მარიტიმუს“ მიიღებს და საჭირო შედეგით გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, რაც ისტორიული მიღწევა იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გორელები ქალაქ ფუნშალში 0:1 დამარცხდნენ „მარიტიმუსთან“ და ახლა ამ განსხვავების აღმოფხვრა მართებთ.
„დილა“ თამაშს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება - დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე გამოსვლას ვერ შესძლებს გიორგი შაშიაშვილი, ხოლო ტრავმირებულები არიან: არზიანი, მოდებაძე, ალადაშვილი და გვალია.
„მდგომარეობა ნორმალურია, საბრძოლო განწყობაა. ევროპის ლიგაში თამაში არ იძლევა საშუალებას, რომ გახსნილი ფეხბურთი ითამაშო. ერთ შეცდომას არავინ გპატიობს. არც ისეა საქმე, რომ თავიდანვე ”მივასკდეთ” და გოლი გავიტანოთ. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. პირველი მატჩიდან გამოჩნდა, რომ “მარიტიმუ” არ არის დაუმარცხებელი გუნდი“ - განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე შალამბერიძემ.
მატჩი „მიხეილ მესხზე“ 20.00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია. შეხვედრას კი ბერძენ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|