ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი თანამედროვე ინგლისის
პრემიერლიგის (1992 წლის 20 თებერვლიდან) ისტორიაში მე-5 ფეხბურთელი გახდა, ვინც
150 და მეტი გოლის გატანა მოახერხა. თავის 150-ე ისტორიული გოლი ტურნირში 33 წლის
ფეხბურთელმა 11-მეტრიანით გაიტანა “ფულემთან” შეხვედრაში.
აქამდე 150 გოლის ზღვარს პრემიერლიგაში გადააბიჯეს: ალან შირერმა (260),
ენდი კოულმა (189), ტიერი ანრიმ (176) და რობი ფაულერმა (163). შეგახსენებთ, რომ
ლემპარდი “ჩელსიში” 2001 წელს “ვესთ ჰემ იუნაითედიდან” გადავიდა.
Internet.ge