ბასილაიას დებიუტი „ედინბურგში“ „მანსთერთან“ შედგება
18:31 31.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ნაკრების შერკინების მესამე ხაზელის დიმიტრი ბასილაიას დებიუტი თავის ახალ კლუბში, შოტლანდიურ „ედინბურგში“ ხვალ სტადიონ „მერიფილდზე“ შედგება, სადაც „რაბოდაირექტ პრო12“-ს პირველ ტურში ედინბურგელები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, ირლანდიურ „მანსთერს“ შეეტაკებიან. „ბორჯღალოსანთა“ ფლანკერი საამმატჩო განაცხადშია და თადარიგში მე-20 ნომრად იჯდება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბასილაიამ „ედინბურგთან“ კონტრაქტი სეზონის დაწყების წინ გააფორმა და ამ გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი წვრთნის. „რაბოდაირექტ პრო12“ ყოფილი „მაგნერსის“ ლიგაა, რომელშიც ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის 12 უძლიერესი კლები თამაშობს. ბასილაია პირველი ქართველი მორაგბეა, ვისაც ამ ლიგაში თამაშის პატივი ერგო. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|