საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე შეხვედრისთვის ემზადება. იგორ კოკოშკოვის გუნდი მეორე წრის პირველ მატჩს დღეს სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.
ქართველმა კალათბურთელებმა რუმინეთში მატჩის წინა ვარჯიში უკვე ჩაატარეს. რუმინეთთან შეხვედრაში ეროვნული გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზებს.
ნაკრებს ტრავმის შემდეგ, ვიქტორ სანიკიძე დაუბრუნდა. "ევრობასკეტ 2013" -ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში ლატვია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბოსნია იმყოფება.
საქართველოს ნაკრებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს და ჯერჯერობით მესამე პოზიციაზეა.
internet.ge