საქართველო-ბელორუსის და საქართველო-ესპანეთის თამაშებზე ბილეთების გაყიდვა გრძელდება
"მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ამ ეტაპზე, კვლავ პარალელურ რეჟიმში გრძელდება საქართველო-ბელორუსის (7 სექტემბერი) და საქართველო-ესპანეთის (11 სექტემბერი) ბილეთების გაყიდვა. ყველა სალარო დილის 10-დან 22 საათამდე მუშაობს.
შეგახსენებთ ბილეთების ფასებს: საქართველო - ბელორუსი - 5, 10,15, 20 ლარი. საქართველო - ესპანეთი - 10, 15, 20 ,30 ლარი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური
ვებგვერდის ინფორმაციით, ბილეთების შეძენისას, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოსა და ესპანეთის თამაშის ბილეთების ძირითადი ნაწილი გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან.
საქართველო - ბელორუსის მატჩის დასაწყისია 21:00 საათი. საქართველო - ესპანეთი კი, 21:30 წუთზე დაიწყება. ორივე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.
Internet.ge