ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კოდრატიევმა განაცხადა,
რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, თბილისში საქართველოსთან
მის გუნდს მხოლოდ გამარჯვება და 3 ქულა დააკმაყოფილებს. 7 სექტემბრის ბრძოლისათვის
ბელორუსის ნაკრები გუშინ შეიკრიბა მინსკში და საფეხბურთო კლუბ “მინსკის” ბაზაზე
დაიწყო მზადება.
“უახლოეს ორ შეხვედრაში ჩვენ მხოლოდ 6 ქულა დაგვაკმაყოფილებს, თითოეულ
თამაშზე მხოლოდ მოსაგებად გამოვალთ. სამწუხაროა, რომ ნაკრებს თბილისში ვერ
დაეხმარება ალექსანდრ ჰლები, რომელსაც მუხლი აწუხებს და აღსადგენად მინიმუმ ერთი
კვირა დასჭირდება” - თქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბელორუსთა მთავარმა
მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელორუსის შეხვედრა 7 სექტემბერს თბილისის
“დინამო არენაზე” 21.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების
გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი
ლორია („დინამო თბილისი“), ნუკრი რევიშვილი(„კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე
(„ზესტაფონი“)
მცველები: გურამ
კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი(„ქაისერისპორი“, თურქეთი),
ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი“,
აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“,
უკრაინა), აკაკი ხუბუტია („გაზ-მეთანი“, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი („დინამო“
თბილისი), დავით კვირკველია(„დილა“გორი)
ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“,
უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“
მოსკოვი, რუსეთი), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი
(„ილიჩევეცი“, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა),
სანდრო გურული („დილა“, გორი) ირაკლი
მაისურაძე („მეტალურგი“ რუსთავი)დავით დევდარიანი („ორჰუსი“ დანია), თორნიკე
გორგიაშვილი (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე
ვაწაძე(„დილა“, გორი), ირაკლი სირბილაძე („ინტერი“, ფინეთი);
Internet.ge