ესპანურ “მარკას” ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა,
რომ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი უკვე კარგა ხანია წამლის ზემოქმედების ქვეშ
თამაშობს. კატალუნიური კლუბი მალავდა, რომ არგენტინელ შემტევს ყოველი თამაშის წინ
ნემსებით უყუჩებენ ტკივილს და ისე უშვებენ მოედანზე.
25 წლის ფეხბურთელს მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს, რომლისგანაც ვერაფრით
ვერ განიკურნა. “ბარსას” სამედიცინო შტაბი ვერ რისკავს ოპერაციაზე გადაწყვეტილების
მიღებას, რადგანაც ამან შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს.
ამჟამად ლეო სამშობოლოში გაემგზავრა, სადაც არგენტინის ნაკრებთან ერთად
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის უნდა მოემზადოს.
internet.ge