დღეს,
5
სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბოსნია–ჰერცეგოვინას
დაუხვდება,
რომელიც სტუმრად, სარაევოში 96:95 ჰყავს დამარცხებული. იმ
შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაშიც დაამარცხებს ბოსნიას, მაშინ ევროპის 2013 წლის
ჩემპონატის საგზურს მიიღებს.
საქართველოს ნაკრები
აღნიშნულ შეხვედრას გუნდის კაპიტანის,
ზაზა
ფაჩუალიას გარეშე გამართავს. ფაჩულიამ ტრავმის გამო 2 სექტემბერს რუმინეთში გამართულ
შეხვედრაშიც ვერ ითამაშა.
„საქართველოს
ნაკრები ისედაც
ძირითადად 7 კაცით თამაშობდა, თანაც ფაჩულიას
უშუალო შემცვლელი გიორგი შერმადინიც ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერაა და საქართველოს
ნაკრებს შესაძლოა სამწამიან ზონაში პრობლემები შეექმნას“,
– აღნიშნულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ
ვებ–გვერდზე.
internet.ge