საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი
გადამწყვეტი მატჩი დათმო შინ ბოსნია ჰერცეგოვინასთან 103:107 - იგორ კოკოშკოვის
გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მოთამაშეებმა მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ მირზა ტელეტოვიჩმა
და მისმა რაზმმა მაინც მოახერხა სარაევოში განცდილი მარცხისათვის რევანშის აღება.
ქართველთა გუნდში საუკეთესო იყო კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც
ტრავმირებული ფეხით გმირულად იბრძოდა და 23 ქულისა და 11 მოხსნის მოგროვება შეძლო.
ბოსნიელთა გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი დაიდო თორნიკე შენგელიას თანაგუნდელმა
“ბრუკლინ ნეთსში” მირზა ტელეტოვიჩმა 25 ქულით - გადამწყვეტი სროლები სწორედ მან
ჩააგდო.
საქართველო - ბოსნია 103:107 (16-20 27-20 31-32 29-35)
საქართველო: ფაჩულია (23
ქულა - 11 მოხსნა), მარკოიშვილი (23), შენგელია (17 – 6), სანიკიძე (12 – 10), შერმადინი
(8 – 6), ცინცაძე (9 – 7).
Internet.ge