GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველო-ბელორუსის თამაშზე სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს შეამოწმებენ
11:52 06.09.2012
დღის სიახლეები

საქართველო-ბელორუსის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული - 7 სექტემბერს “დინამო არენას” შესასვლელი ყველა კარი თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე გაიღება და შესასვლელებში დაცვის სამსახური გულშემატკივრების დათვალიერებას აწარმოებს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “მოგეხსენებათ, 7 და 11 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უსაფრთხოების სამსახური თავს ვალდებულად თვლის, შეგახსენოთ სტადიონზე ქცევის წესები და უსაფრთხოების ის ზომები, რაც თამაშების დღეებში იქნება მიღებული.

7 და 11 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ სტადიონის ყველა შესასვლელი კარი გაიღება მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე. მოგმართავთ თხოვნით, სტადიონზე მიბრძანდეთ მაქსიმალურად ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ რიგები შესასვლელებში და სხვა გაუგებრობები.

ასევე გთხოვთ, იმოძრაოთ და გადანაწილდეთ ბილეთზე მითითებული ადგილებისა და ტრიბუნების მიმართულებით. მაგალითად: დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონე გულშემატკივრებმა იმოძრაოთ ყიფიანის ქუჩიდან; აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონეებმა კი - წერეთლის გამზირიდან.

გაცნობებთ, რომ სტადიონის შესასვლელებში დაცვის სამსახური აწარმოებს დათვალიერებას.

წესისამებრ, იმოქმედებს კანონით დადგენილი აკრძალვები: სტადიონის ტერიტორიაზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ „ლაზერების“ შეტანა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ლაზერებს“. სტადიონზე მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერები და ლაზერის გამოყენების შემთხვევაში, გულშემატკივარს მყისვე დაატოვებინებენ სტადიონის ტერიტორიას. რასაკვირველია, იკრძალება დაცულ ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში - სტადიონზე) არასანქცირებული შეღწევაც (მაგალითად, ღობეზე გადაძრომა).”

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
პროკურატურა თვალთმაქცური გარიგებების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს3
გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს შეხვდება4
დიმიტრი შაშკინი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X