GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანა ტატიშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა
17:41 10.09.2012
დღის სიახლეები

ორშაბათს, 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში ანა ტატიშვილი 52-ე საფეხურზეა, რაც 17 პოზიციით აღემატება ქართველი ჩოგბურთელის წინა რეკორდს.

ტატიშვილმა წარმატებით იასპარეზა ახლახანს დასრულებულ აშშ-ს ღია პირველობაზე, იქ სამი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მერვედფინალამდე მივიდა, ანუ ბოლო 16 მონაწილეს შორის მოხვდა, რაც 22 წლის ქართველის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა დიდი სლემის კატეგორიის სუპერტურნირებზე.

იგი მერვედფინალში დამარცხდა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ბელარუს ვიკტორია აზარენკასთან, რომელიც შემდეგ ფინალამდე მივიდა.

ტატიშვილმა მერვედფინალში 2 სექტემბერს ითამაშა, თუმცა ნიუ-იორკში მისი წარმატება რეიტინგზე მხოლოდ ახლა აისახა, რადგან რეიტინგი ტრადიციულად განახლდა ორშაბათს, ტურნირის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ აზარენკამ ფინალში წაგების მიუხედავად შეინარჩუნა პირველი ჩოგანი, ჩემპიონი სერენა კი მეოთხე ადგილზე დარჩა. მანამდე მეორე და მესამე ჩოგნებმა, მარია შარაპოვამ და აგნეშკა რადვანსკამ ერთმანეთში გაცვალეს პოზიციები.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნორა კვიციანის გათავისუფლება დღეს იგეგმება1
მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტს განიხილავენ2
სოზარ სუბარის მოადგილეების ვინაობა ცნობილია3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
BBC საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X