საქართველოს ნაკრები დღეს თავის ბოლო შეხვედრას გამართავს ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და იმის მიუხედავად, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდმა
ჯგუფში მე-2 ადგილი და სლოვენიის საგზური უკვე გაინაღდა, თავისი ერთგული გულშემატკივრებისა
და ჰოლანდიასთან რევანშისათვის იბრძოლებს.
გუნდს ტრავმის გამო დააკლდება კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ქართველთა
წარმატების (ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა) ერთ-ერთი მთავარი
შემოქმედია. “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრს მთელი შესარჩევი ეტაპის განმავლობაში ფეხის
კუნთი აწუხებდა, რის გამოც ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია და სამწუხაროდ, ვერც
დღეს შესძლებს თბილისი სპორტის სასახლეში თამაშს. მის ადგილს განაცხადში აკაკი
დვალიშვილი დაიკავებს.
Internet.ge