საქართველოს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანეთის ნაკრების
მცველმა სერხიო რამოსმა აღიარა, რომ მის გუნდს საკმაოდ გაუჭირდა მეტოქის
დამარცხება, რისი მთავარი მიზეზიც მოწინააღმდეგის ტაქტიკა იყო.
“შეხვედრის წინ არ ვიცოდით, თუ როგორ აპირებდა მეტოქე თამაშს. შემდეგ
ფაქტის წინაშე დავდექით, რომ საქართველოს ნაკრები დაცვითი ტაქტიკით
გვიპირისპირდებოდა. ამან მნიშვნელოვნად გაართულა ჩვენი ამოცანა. ამას გარდა
პრობლემები შეგვიქმნა მოედნის ხარისხმაც” - განაცხადა მადრიდის “რეალის” მცველმა.
Internet.ge