“კლერმონ ოვერნის” ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის “ტოპ
14”-ის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. კლერმონელებმა ამ უქმეებზე მშობლიურ
“მარსელ მიშლენზე” პარიზული “რასინგ მეტრო 92” უმძიმეს ბრძოლაში 13:12 დაამარცხეს
და “ბორჯღალოსანი” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.
საქართველოს ნაკრების 28 წლის მორკინალი “კლერმონის” სასტარტო
შემადგენლობაში გამოვიდა ტრადიციულად 3 ნომრის პოზიციაზე და მეორე ტაიმში იქნა
შეცვლილი. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის
შემადგენლობაში თამაშობს “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთი მორაგბე - ვიქტორ
კოლელიშვილი.
Internet.ge