ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) 2011/12 წლების საუკეთესო საფეხბურთო
კლუბად ლონდონის “ჩელსი” დაასახელა - რობერტო დი მატეოს გუნდს ეს ჯილდო “ევროპულ
და შიდაინგლისურ ტურნირებში განსაკუთრებული მიღწევების გამო” გადაეცა.
წლის ყველაზე პროგრესირებად კლუბად კვიპროსული “აპოელი” დასახელდა, რომელიც
პირველად კვიპროსის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. წლის
საუკეთესო არასაფეხბურთო პროექტი “სამპდორიამ” წარმოადგინა - “Fair Play Village” გულშემატკივრების
კულტურის ასამაღლებლად შეიქმნა, ხოლო წლის სოციალურ პროექტად დონეცკის “შახტარის”
– “არა ობლობას” იქნა მიჩნეული, რომელიც ბავშვთა სახლებს ეხმარებოდა.
Internet.ge