საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ოლიმპიური და
მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა, რომელსაც ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი
ვაზაგაშვილი დაეხმარებიან. ცირეკიძემ ამ პოსტზე პიტერ ზაიზენბახერი შეცვალა.
ახალი სამწვრთნელო შტაბი ნაკრებს მომდევნო 4-წლიან ციკლში
უხელმძღვანელებს. საქართველოს ნაკრები ახალ მწვრთნელებთან ერთად ოქტომბრის
მიწურულს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის მომავალი
კვირიდან დაიწყებს მომზადებას.
ირაკლი ცირეკიძე (საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა.
მწვრთნელთა ახალ შემადგენლობას გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელსაც ძიუდოს
ფედერაციის ახალ არჩეულ პრეზიდენტს წარვუდგენთ და შევეცდებით, ამ გეგმით
ვიმუშაოთ.შევეცდებით, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთი ახალი ტიტულის მოვიპოვებაში
დავეხმაროთ"
Internet.ge