ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკთან” ერთად ბარსელონაში გაფრინდა, სადაც
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში “კამპ ნოუზე” შეხვდება
“ბარსელონას”.
რუსული კლიბის ესპანელი მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის გადაწყვეტილებით,
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადშია და აქვს შანსი, რომ ხვალ მოედანზე
გამოვიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ.
Internet.ge