საქართველოს ნაკრების 10-მა ნომერმა მერაბ კვირიკაშვილმა საფრანგეთის
“ფედერალ 1”-ის სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პირველი ტურის მატჩში 22 ქულა
მოუტანა თავის “სენ-ჟუნიენს”, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა “ნევერსი”
32:30.
“ბორჯღალოსანთა” უკანა ხაზელმა შეუცვლელად ჩაატარა მთელი შეხვედრა,
რომლის ბოლო წუთზეც გადამწყვეტი გარდასახვა გაიტანა. 28 წლის მორაგბემ მთლიანობაში
6 საჯარიმოსა და 2 გარდასახვის რეალიზება მოახერხა და საუკეთესო იყო მოედანზე
ორივე გუნდის შემადგენლობაში.
ცნობისთვის, “ფედერალ 1” სიძლიერით მე-3 ჩემპიონატია ფრანგულ სარაგბო
სისტემაში “ტოპ 14”-ის და მე-2 დივიზიონის შემდეგ.
Internet.ge