თორნიკე შენგელია თავის სადებიუტო სეზონს ნბა-ში 20-ნომრიანი მაისურით
დაიწყებს - საქართველოს ნაკრების ფორვარდს “ბრუკლინ ნეთსმა” სწორედ ის ნომერი
უბოძა, რომლითაც 207 სანტიმეტრიანი კალათბურთელი ბელგიურ “შარლერუაში” თამაშობდა.
ნიუ-იორკული გუნდი ახალი სეზონისათვის მზადებას 1 ოქტომბრიდან იწყებს,
სადაც წვრთნასთან ერთად დაგეგმილია ამხანაგური მატჩებიც. ახალი რეგულარული
ჩემპიონატის პირველ ოფიციალურ შეხვედრას “ბრუკლინ ნეთსი” 1 ნოემბერს თანაქალაქელ
“ნიუ იორკ ნიქსთან” გამართავს.
Internet.ge