მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ უარყო მედიაში
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კლუბი აპირებს შეიძინოს
“მანჩესთერ სითის” მოურჯულებელი ფორვარდი მარიო ბალოტელი.
“ბალოტელის შეძენა ჩვენს გეგმებში არ შედის. ის მაღალი კლასის
ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვჭირდება, ამიტომაც არაფერი გაგვიკეთებია
საიმისოდ, რომ ის დაგვებრუნებინა. ვიცით რაც შეემთხვა “მანჩესთერ სითიში” - მაგრამ
რას ვიზამთ, მას ასეთი ხასიათი აქვს” - განაცხადა “ინტერის” პრეზიდენტმა.
Internet.ge