საქართველოს ნაკრების მორკინალი დავით ზირაქაშვილი ვერ შესძლებს
მონაწილეობა მიიღოს საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-6 ტურის მატჩში ლიგის დებიუტანტ
“გრენობლთან” შაბათს კლერმონის “მარსელ მიშლენზე”. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც
“ბორჯღალოსანთა” 28 წლის ბურჯმა გასულ ტურში მიიღო.
მის მსგავსად ტრავმირებულია “ტულუზას” ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი და
ამავე გუნდის ჰუკერი ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც უკვე კარგა ხანია აწუხებს კისერი. ორივე
ეს მორაგბე გამოტოვებს პარასკევის შეხვედრას “ბაიონასთან”.
Internet.ge