ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკიმ” "ბელაველიას" მემორიალი მოიგო,
სადაც გადამწყვეტ მატჩში „პესაროს“ 87:69 სძლია - საქართველოს
ნაკრების ფორვარდი კი მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. სანიკიძემ 4-დან ოთხივე ორქულიანი ზუსტად ესროლა, ხოლო 1 სამიანი ააცილა. ვიქტორმა 3-დან 2 საჯარიმოც გამოიყენა და თავი 10 ქულას მოუყარა.
Internet.ge