მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი აპირებს გუნდის დატოვებას -
ესპანური მედიის ინფორმაციით, ასეთი რამ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა “სამეფო
კლუბის” ბოლო ორი მატჩის შემდეგ განიზრახა.
ესპანეთის ჩემპიონატში “სევილიასთან” მარცხის შემდეგ, რამოსი ჩემპიონთა
ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში “მანჩესთერ სითისთან” აღარ გამოჩენილა მოედანზე
და ჟურნალისტები თვლიან, რომ ასეთი მეთოდით ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე
მოურინიომ დასაჯა.
ჟურნალისტების აზრით სერხო რამოსს სურს კლუბის გამოცვლა და ამის შესახებ
უკვე ჰქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან.
Internet.ge