GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრთა განცხადება
16:44 21.09.2012
დღის სიახლეები

“საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე მრავალჯერ გვსმენია, რომ აუცილებელია გაკეთდეს მორაგბეთა მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი განცხადება, რომ ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივარს გააჩნია მოლოდინი ქართული რაგბის ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისა.

განმარტების სახით მოგახსენებთ, რომ რაგბის ოჯახში შემოსვლა არ ხდება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ მრწამსის შესაბამისად და რაგბის თემი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც დანარჩენი საქართველო. ამის გამო ქართული სარაგბო თემის მიერ ერთიანი პოლიტიკური განცხადების გაკეთება უბრალოდ შეუძლებლადაც კი მიგვაჩნია. რეალური ქმედება განცხადებებით არ გნისაზგვრება. ქართული რაგბი ყოველგვარი განცხადებების გარეშე ყოველთვის იდგა და იდგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება. რაც შეეხება ბოლო დღეებში ტელევიზიით თუ ინტერნეტით გაშუქებული ვიდეომასალის შეფასებას, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ქართველი მორაგბეები გმობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს, პიროვნების შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების თითოეულ ქმედებას. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს, და ვისურვებდით, რომ ასეთი საშინელება ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორებულიყოს” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჟურნალისტი ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს1
რუსეთის „ფსბ“ გალში უსაფრთხოებას აძლიერებს2
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილება შევიდა3
ივანიშვილის ბიზნესცენტრში აშშ-ს ელჩი მივიდა4
მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X