საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ გამოიჩინა თავი ლელოებით საფრანგეთის
მე-2 დივიზიონის მე-5 ტურში - შალვა
სუთიაშვილმა “მასის” შემადგენლობაში 64-ე წუთზე დაუდო ლელო ლიგის ყველაზე ქართულ
გუნდს: გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ მაისურაძისა და სანდრო თოდუას “ალბის”, თუმცა
29:34 მაინც დამარცხდა.
ბექა შეყლაშვილმა კი თავისი ლელოთი “ბეზიეს” “ექს ან პროვანსთან” 39:28
მოაგებინა. “ბორჯღალოსანთა” 26 წლის ბურჯმა ლელო 23-ე წუთზე დადო.
Internet.ge