საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შოთა გრიგალაშვილის დებიუტი
“ალანიაში” რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში შედგა, სადაც ვლადიკავკაზური გუნდი
საკუთარ მოედანზე ხუუს ჰიდინკის მახაჩკალის “ანჟისთან” 0:1 დამარცხდა.
26 წლის ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე
წუთამდე იბრძოლა, რის შემდეგაც შეცვალეს. ამ წაგების შემდეგ ოსურ კლუბს 9
შეხვედრაში 2 გამარჯვება, 2 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა, რის შედეგადაც მე-13
ადგილზე იმყოფება სატურნირო ცხრილში.
Internet.ge