ევროპის 2013 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრის წინ ფიბამ 24
მონაწილე გუნდი 6 ჯგუფად განთესა, რომლის
მიხედვითაც საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა ბელგიის, ლატვიის და თურქეთის
ნაკრებებთან ერთად.
კენჭისყრა 18 ნოემბერს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაიმართება, სადაც
მომავალი წლის 4-22 სექტემბერს კონტინენტური პირველობის ფინალური ეტაპი შედგება. კენჭისყრის
შედეგად 6 ოთხგუნდა ჯგუფი უნდა შედგეს.
Internet.ge