საქართველოს ნაკრების მორკინალი დიმიტრი ბასილაია კვლავ მოხვდა
“ედინბურგის” განაცხადში “რაბოდაირექტ პრო12”-ის (ყოფილი “მაგნერსის” ლიგა, სადაც
თამაშობს ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის 12 საუკეთესო კლუბი) მე-5
ტურის შეხვედრაში, სადაც შოტლანდიური გუნდი უელსური ნიუფორთის “როდნი პარადზე”
ადგილობრივ “ნოუფორთ გვენ დრეგონსს” შეერკინება.
“ბორჯღალოსანთა” შერკინების მესამე ხაზელი სათადარიგოთა შორის იქნება
მე-19 ნომრად და დიდი შანსია, რომ მოედანზე გამოჩნდეს. ჩემპიონატის 4 ტურის შემდეგ
“ედინბურგს” 2 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და სადღეისოდ მე-6 პოზიცია უკავია
12 გუბდს შორის. “ნიუფორთ გვენ დრეგონსი”-“ედინბურგის” შეხვედრა დღეს თბილისის
დროით 22.00 საათზე დაიწყება.
Internet.ge