გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩში დორტმუნდის
“ბორუსიასთან” მარცხის შემდეგ (0:1), მეტად ცუდ ხასიათზეა მიუნხენის “ბაიერნის”
გარემარბი არიან რობენი. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს 0:1-ზე ჰქონდა
შანსი მარცხისგან გადაერჩინა თავის გუნდი, მაგრამ 11-მეტრიანი ააცილა.
“ძალიან მრცხვენია, რომ ვერ მოვახერხე თერთმეტმეტრიანიდან გატანა. საქმე
ისაა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში პენალტი არ ამიცილებია და ეს უკვე რიგით
მე-10, თუ მე-11 შესრულება იყო. შეიძლება ითქვას, რომ “ბორუსია” უკვე ჩემპიონია” -
განაცხადა რობენმა.
Internet.ge