დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ ოვერნი”
საფრანგეთის “ტოპ 14”-ის ლიდერია 7 ტურის შემდეგ, რომელიც “ქართული დერბით”
გაიხსნა კლერმონში, სადაც ქართველების “კლერმონ ოვერნმა” მშობლიურ “მარსელ
მიშლენზე” ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმძიმეს ბრძოლაში 28:25 მოუგო. ტრავმების
გამო ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ.
პირველად ამ სეზონზე “ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა
საქართველოს ნაკრების შერკინების მეორე ხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც
საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-7 ტურში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის
“ტულუზასთან” მარცხიან შეტაკებაში (9:32) 4 ნომრის პოზიციაზე ითამაშა.
ტრავმის გამო ტულონურ რაზმში არ უთამაშია “ბორჯღალოსანთა” ბურჯს დავით
ქუბრიაშვილს, ხოლო ლევან ჩილაჩავა განაცხადში ვერ მოხვდა. ასევე ტრავმის გამო არ
გამოვიდნენ მოედანზე ტულუზელები: ბრეგვაძე და კაკოვინი.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”
უმძიმეს ბრძოლაში შეძლო გარდატეხის შეტანა და ტრავმირებული ანტონ ფეიქრიშვილის
“კასტრის” დამარცხება 19:12. გორგოძე და ჟღენტი სასტარტოში გამოვიდნენ, ხოლო
ნარიაშვილი ტრავმირებულია.
Internet.ge