ვიქტორ სანიკიძის სიენას “მონტეპასკი” იტალიის ჩემპიონატში გალიდერდა, მას
შემდეგ, რაც „რეჯიო ემილია“ სტუმრად 61:56 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 წუთში 4 ქულა, 6
მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო.
ამ გამარჯვებით „სიენა“ ცხრილში დაწინაურდა - 2 მატჩში 4 ქულა მხოლოდ
სანიკიძის გუნდს გააჩნია. სიენელებმა ჩემპიონატი ყველაზე ადრე დაიწყეს. 27
სექტემბერს მათ მეორე ტურის, 6 ოქტომბერს გასამართი მატჩი წინასწარ ჩაატარეს და
შესაბამისად მომავალ შაბათს დაისვენებენ.
Internet.ge