საქართველოს ნაკრების შერკინების მარჯვენა ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა
ორშაბათს “ტულონის” შემადგენლობაში ვარჯიში განაახლა. “ბორჯღალოსანთა” 25 წლის
მორაგბემ მუხლის ტრავმა საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-5 ტურის შეხვედრაში მიიღო მამუკა
გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიესთან” შეტაკებაში და
მას შემდეგ 2 კვირა დასვენება და მკურნალობა მოუწია.
მისი არყოფნა ტულონელთა შერკინებას აშკარად ეტყობოდა ბოლო 2 ტურის
განმავლობაში, თუმცა გუშინ კლუბის ექუმებმა “დუდუს” სირბილის უფლება დართეს და
იმედოვნებენ, რომ ქართველი ლეგიონერი მალე შესძლებს მოედანზე დაბრუნებას.
Internet.ge