ლონდონის “ჩელსი” აქტიურად აკვირდება მადრიდის “რეალში” არსებულ
კონფლიქტურ სიტუაციას გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსა და ესპანეთის
ნაკრების მაცვლს სერხიო რამოსს შორის. თუ “სამეფო კლუბი” ვერ მოახერხებს სიტუაცის
დალაგებას, ინგლისელები მზად არიან 50 მილიონი ევრო შესთავაზონ ესპანელებს 26 წლის
ფეხბურთელის ტრანსფერში.
აღსანიშნავია, რომ ამ ამბავმა დღეს ახალი განვითარება ჰპოვა - გუნდის
ვარჯიშის დროს სერხიო რამოსმა თავისი მაისურის ქვეშ მესუთ იოზილის მაისური ჩაიცვა,
რითაც მხარი დაუჭირა გერმანელ ნახევარმცველს ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტში.
internet.ge