მანუჩარ მარკოიშვილის “ბენეტ კანტუმ” წარმატებული სტარტი აიღო იტალიის
ჩემპიონატში - კანტუელებმა მშობლიურ “პალა დესიოში” პირველი ტურის გადმოტანილ
შეხვედრაში ვენეციის “უმანა რეიერი” გაანადგურეს 81:61.
საქართველოს ნაკრების მსროლელმა მთლიანობაში მოედანზე 18 წუთი გაატარა და
დროის ამ მონაკვეთში თავის გუნდს 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
შემატა. “მანუმ” სამივე ორქულიანი ააცილა და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
Internet.ge