ჯაბა კანკავა და მისი “დნიპრო” ევროპის ლიგის F ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ
- ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინულმა კლუბმა შვედეთში მძიმე ბრძოლაში 3:2
დაამარცხა ადგილობრივი “აიკ” და 2 თამაშის შემდეგ 6 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრების 26 წლის კაპიტანი გაფართოებულ შემადგენლობაში კი
იყო და გუნდთან ერთადაც გაფრინდა კიდეც სოლნაში, მაგრამ სამწუხაროდ განაცხადში ვერ
მოხვდა. ევროპის ლიგის მე-3 ტურში, 25 ოქტომბერს “დნიპრო” მშობლიურ “დნიპრო
არენაზე” “ნაპოლის” უმასპინძლებს.
Internet.ge