7 ოქტომბერს, საბერძნეთის
ქართული საზოგადოება "საქართველოს”, საბერძნეთის ძალოსნობის ფედერაციის და თესალონიკის ამბელოკიპი-მენემენის მერიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში სახელწოდებით "ქართულ-ბერძნული მეგობრობის თასი - ჩემპიონთა თასი”, საპრიზო ფონდით 3 500 ევრო.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო 8 საუკეთესო ძალოსანმა საქართველოდან და საბერძნეთიდან. პირველი ადგილი დაიკავა დავით ყაველაშვლმა, მეორე გიორგოს მარტასიდისმა, მესამე ვლადიმერ ლაზარევმა.
ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ამ შეჯიბრს მიეცეს ტრადიციული სახე და ჩატარდეს ყოველ წელს, ხოლო საპრიზო ფონდი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
Internet.ge