მას შემდეგ, რაც ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა დნეპროპეტროვსკის
“დნიპროს” შემადგენლობაში და კიევის “დინამო” დაამარცხა 2:1 უკრაინის ჩემპიონატის
მე-11 ტურში, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ცნობილი ესპანელი სპეციალისტის ხუანდე
რამოსის ქება დაიმსახურა.
“მან კარგად იმუშავა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა. ჯაბამ ბევრი
სარგებელი მოგვიტანა დღევანდელ შეხვედრაში და მთლიანობაში შესანიშნავი მატჩი
გამოგვივიდა. ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდა ორი გუნდი, რომლებიც უმაღლესი
ადგილებისთვის იბრძვიან ჩემპიონატში” - განაცხადა ხუანდე რამოსმა.
Internet.ge