მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 12 ოქტომბრის მატჩის წინ ფინეთის
ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი თვლის, რომ მისი გუნდის მთავარი
ამოცანა ქართული დაცვის გარღვევა იქნება, რაც ადვილი გასაკეთებელი არ არის.
“საქართველო მკვეთრად გამოხატული დაცვითი ტაქტიკით თამაშობს,
განსაკუთრებით გასვლით შეხვედრებში და იგივე აჩვენა შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო
მატჩში ესპანეთის ნაკრებთან. ეს არის მასიური და მრავალრიცხოვანი დაცვა, სადაც
მცველების წინ ფაქტობრივად 6 ნახევარმცველი დგას. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ
საქართველო სახიფათო მეტოქეა, რომელსაც სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს.
ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების იმედიც გვაქვს, რომელთა მხარდაჭერა მეტად
მნიშვნელოვანი იქნება 12 ოქტომბერს” - განაცხადა ფინეთის ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა.
Internet.ge