სანიკიძემ ნბა-ს ტურნე 3 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა
10:26 10.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ვიქტორ სანიკიძის „სიენა მონტეპასკიმ“ თავისი ტურნე ნბა-ში „ქლივლენდ ქეველიერსთან“ მარცხით 85:91 დაასრულა და ახლა კვლავ ევროპაში დაბრუნდა, სადაც 12 ოქტომბერს ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბერლინის „ალბასთან“ ორთაბრძოლა ელის.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ქლივლენდში „სან ანტონიოსთან“ მატჩისაგან განსხვავებით, მოკრძალებული შედეგი აჩვენა. ვიქტორმა მთლიანობაში 22.38 წუთი გაატარა მოედანზე და დროის ამ მონაკვეთში თავის გუნდს 3 ქულა და 3 მოხსნა შემატა. სანიკიძემ 7-დან 1 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო, რასაც 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიუმატა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|