“ბაიერნის” ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ
ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის ხვალინდელ შეხვედრაში, მადრიდის “რეალთან” გამარჯვების
მოპოვებაში მის გუნდს მიუნხენელი გულშემატკივრები დაეხმარებიან.
“ეს ორი მატჩი ამ დევიზით უნდა ჩავატაროთ - “ან ყველაფერი, ან არაფერი!”.
ჩვენ საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ და ამის გაკეთება “ბაიერნს” თავის
გულშემატკივრებთან ერთად შეუძლია.
ეს იქნება ძალიან რთული დაპირისპირება, სადაც დიდ როლს ითამაშებს
ფსიქოლოგია. “რეალთან” ბრძოლაში “ბაიერნმა” თავისი განსაკუთრებული მენტალიტეტი
უნდა აჩვენოს” - თქვა შვაინშტაიგერმა.
Internet.ge