ამ უქმეებზე სტარტს აიღებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის
“ჰაინიკენის” თასის ჯგუფური ეტაპი. საქართველოს ნაკრების მორაგბეების: დავით
ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ ოვერნი” მე-5 ჯგუფის პირველი ტურის
შეხვედრაში 13 ოქტომბერს მშობლიურ “მარსელ მიშლენზე” უელსურ “ლიანელი სქარლეთსს”
შეეტაკება.
“სქარლეთსის” ბოლო თამაშების ჩანაწერი ვნახეთ და შემიძლია პირდაპირ
ვთქვა, რომ მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც მთლიანობაში მეტად ძლიერ
გუნდს ქმნიან.
გამარჯვების მიღწევა ძნელი იქნება. თუმცა “კლერმონი” შეეცდება თავის
რაგბი აჩვენოს - შერკინების მოთამაშეებმა ჩვენი “შავი” სამუშაო მაღალ დონეზე უნდა
შევასრულოთ და ვიმედოვნოთ, რომ უკანა ხაზიც ასევე გაიბრწყინებს ამ მეტად
მნიშვნელოვან შეხვედრაში” - განაცხადა ფრანგული გუნდის მარჯვენა ბურჯმა “მიდი
ოლიმპიკთან” ინტერვიუში.
Internet.ge