დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
18:19 16.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი საკალათბურთო გუნდმა ”არმიამ” მოიგო.
ფინალური მატჩი ”არმიის” მოთამაშეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს „შსს აკადემიას“ მოუგეს. თამაში ანგარიშით 68:57, თავდაცვის სამინისტროს მოთამაშეების სასარგებლოდ დასრულდა.
დუდუ დადიანის მემორიალის 2012 წლის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „არმიის“ კალათბურთელი ლაშა გამყრელიძე დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ „არმიამ“ ამ ტურნირზე პირველად იასპარეზა და თავის მრავალ ტიტულს კიდევ ერთი შემატა. ტურნირი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში მიმდინარეობდა.
წლევანდელ მემორიალში 7 გუნდი ( “არმია”, “ქუთაისი”, “თსუ”, “რუსთავი”, “სტუ”, “შსს აკადემია” და “ოლიმპი”) იღებდა მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში სუპერლიგის გასული სეზონის ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად გადანაწილდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|