მომავალი სეზონიდან ნბა-ში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი
აღმოჩნდეს - “სან ფრასისკო ჩრონიქლეს” ინფორმაციით, “გოლდენ სთეით უორიორზი”
რამდენიმე ევროპელი ტალანტით არის დაინტერესებული და მათ შორისაა საქართველოს
ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია.
დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუთსაიდერი, რომელიც ახლა მე-13 ადგილზე
იმყოფება, ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და საამისოდ
აქტიურად მუშაობს ევროპულ ბაზარზეც. გუნდის გენერალური მენეჯერის ლარი რაილის
განცხადებით, ახლა ევროპაში დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ გარკვეული შენაძენის გაკეთება
მაინც შესაძლებელია.
DraftExpress.com-მა 10 ყველაზე პერსპექტიული ევროპელი ახალგაზრდას
რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც ნბა-ში გადასვლის შანსი აქვთ და მეტად სასიამოვნოა,
რომ საუკეთესო ათეულში 20 წლის და 203 სანტიმეტრიან ქართველ კალათბურთელს მე-7
პოზიცია უკავია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დრაფტი 28 ივნისს შედგება.
Internet.ge