ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, მამუკა
გორგოძემ, შესაძლოა “მონპელიეს” უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვოს პარასკევს, “ტოპ
14”-ის 24-ე ტურში, სტუმრად დათო ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ
ოვერნთან”.
ამის მიზეზი ბარძაყის ის ტრავმაა, რომელიც 27 წლის ფლანკერმა გასულ
ტურში, “ლიონთან” შეტაკებაში მიიღო, სადაც 3 ლელო დადო და ტურის სიმბოლურ
ნაკრებშიც მოიპოვა ადგილი.
ამჟამად მონპელიელთა სამედიცინო შტაბი ყველა ღონეს ხმარობს, რომ მამუკა
ფეხზე დაყენოს გუნდისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ “ტოპ 14”-ში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ,
ფლეი-ოფში საჩემპიონო ბრძოლას 6 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. 1-2-ე ადგილზე გასული
გუნდები პირდაპირ ერთმატჩა საშინაო ნახევარფინალში ხვდებიან, ხოლო 3-4-ე ადილებზე
გასულები ასევე ერთმატჩა მეოთხედფინალში 5-6-ე პოზიციების დამკავებელ გუნდებს
უმასპინძლებენ. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.
Internet.ge