სალომონ კალუს მომავალი “ჩელსიში” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - 26 წლის
კოტ დივუარელს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ამ ზაფხულს ეწურება, თუმცა მის
გახანგრძლივებაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ დარჩეს “სთემფორდ ბრიჯზე”, თუმცა, ამ
ვარიანტის გამოუსვლელობის შემთხვევაში, ფორვარდს კარიერის გაგრძელება ინგლისის
პრემიერლიგის რომელიმე კლუბში უნდა.
Goal.com-ის ინფორმაციით, კალუს მიმართ აქტიურ ინტერესს იჩენენ:
“ლივერპული” და “არსენალი”, რომლებიც მზად არიან ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის
დროს წაიყვანონ. მიმდინარე სეზონში სალომონმა “ჩელსის” შემადგენლობაში 17 მატჩი
ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
Internet.ge