“მანჩესთერ იუნაითედი” ბოლომდე განაგრძობს ბრძოლას “ტოტენჰემ ჰოთსპურზის”
ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის ხელში ჩასაგდებად - “The Daily Star”-ის
ინფორმაციით, კლუბი მზად არის 26 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს,
რაც ბოლო პერიოდის სატრანსფერო რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ მოდრიჩის მიმართ ინტერესს ასევე იჩენს მადრიდის
“რეალი”, ერთი წლის უკან კი ხორვატი ახლოს იყო “ჩელსიში” გადასვლასთან, მაგრამ
“ტოტენჰემმა” მაშინ დაბლოკა ეს ტრანსფერი.
Internet.ge