GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზირაქაშვილი ჟღენტის წინააღმდეგ
12:09 20.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ნაკრების ორი მორკინალის, დათო ზირაქაშვილისა და გიორგი ჟღენტის დუელი გაიმართება დღეს საფრანგეთში - “ტოპ 14”-ის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში. ზირაქაშვილის “კლერმონ ოვერნი” მშობლიურ “მარსელ მიშლენზე” ჟღენტის “მონპელიეს” შეერკინება და “ბორჯღალოსანთა” დუელიც სწორედ აქ შედგება.

 შეგახსენებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, მცირე ტრავმის გამო “მონპელიეს” დააკლდება საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც დაზიანება “ლიონთან”,  წინა ტურის შეხვედრაში მიიღო, სადაც 3 ლელო დადო.

ამას გარდა, მონპელიელთა განაცხადში ვერ მოხვდნენ: ახალგაზრდა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მისი გამოცდილი კოლეგა გოდერძი შველიძე, რომელიც ბოლო ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

რაც შეეხება “კლერმონ ოვერნის” ახალგაზრდა ქართველ მესამე ხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს, ის ჯერჯერობით “ესპუარებში” (მეორე გუნდი) თამაშობს.

“კლერმონ ოვერნი”–“მონპელიეს” მატჩი დღეს თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება და მისი ნახვა რაგბის გულშემატკივრებს სხვადასხვა ლაივსთრიმების საშულებით შეუძლიათ ინტერნეტში.

ფრანგულ “ტოპ 14”-ში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ფლეი-ოფში საჩემპიონო ბრძოლას 6 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. 1-2-ე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ერთმატჩა საშინაო ნახევარფინალში ხვდებიან, ხოლო 3-4-ე ადილებზე გასულები ასევე ერთმატჩა მეოთხედფინალში 5-6-ე პოზიციების დამკავებელ გუნდებს უმასპინძლებენ. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. ჯერ-ჯერობით “კლერმონ ოვერნი” 2-ე ადგილზეა, ხოლო “მონპელიე” მე-4-ზე.  


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
ბაღათურია შაშკინს კრიტიკის გამო საყვედურობს3
აბრამოვიჩი დი მატეოს ფინალში გასვლისთვის 750 000-ს გადაუხდის4
სახალხო დამცველის თანამდებობა უმრავლესობამ ნინო ხატისკაცს შესთავაზა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X