ლონდონის “არსენალის” ფორვარდი რობინ ვან პერსი ინგლისის პრემიერლიგის
წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - 28 წლის ჰოლანდიელმა ჩემპიონატში 27
გოლის გატანა შეძლო და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისაგან მთავარი პრიზი
მიიღო.
ამ ტიტულისათვის ბრძოლაში ვან პერსის მთავარი კონკურენტები იყვნენ:
სერხიო აგუერო, დავიდ სილვა და ჯო ჰართი “მანჩესთერ სითიდან”, სქოთ პარკერი
“ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” და “მანჩესთერ იუნაითედის” უეინ რუნი.
“დიდი მადლობა “არსენალს”, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს და რაღა თქმა უნდა,
მეგობრებსა და გულშემატკივრებს - მათი მხარდაჭერის გარეშე ამ აღიარებას ვერ მივაღწევდი”
- დაწერა თავის “თვითერზე” ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა.
Internet.ge