“ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის განმეორებითი მატჩის წინ,
“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდის
სიძლიერე ერთიანობაშია და არა მხოლოდ ცალკეულ ვარსკვლავებში.
“მესი ძალიან გვეხმარება, მაგრამ საუბარია გუნდზე, რომლის
შემადგენლობაშიც არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც შეუძლიათ გოლის გატანა და მატჩის
ბედის გადაწყვეტა. არ მჯერა, რომ “ბარსელონა” რაიმეთი არის დამოკიდებული მესიზე.
რაც შეეხება “ჩელსისთან” დღევანდელ შეხვედრას, ვთვლი, რომ ამ გუნდის
ლიდერი დიდიე დროგბაა, რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ვთვლი, ვინც კი
მინახია. სამშაბათს მის წინააღმდეგ თამაში ძალიან გამიჭირდება, თუ, რაღა თქმა უნდა,
მოედანზე გავალ” - უთხრა “Goal.com”-ს ფეხბურთელმა.
Internet.ge