“რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის განმეორებითი მატჩის წინ,
“ბაიერნის” გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ ახლა შესანიშნავ ფორმაში
იმყოფება და მზად არის ფინალში გასასვლელად საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველ შეხვედრაში, მიუნხენელებმა 2:1
გაიმარჯვეს.
“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ჩემი “ბაიერნული” კარიერის
განმავლობაში. ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში ვარ. ამის მიუხედავად, მარტო ვერ
შევძლებ მადრიდის “რეალის” დამარცხებას - აუცილებელია გრანდიოზული გუნდური
ძალისხმევა ამ მიზნის მისაღწევად.
კარგად გვესმის, რომ ძალიან ძნელი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში
გასვლა, რადგანაც მადრიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა მათმა გამარჯვებამ “ბარსელონასთან” - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა
დღევანდელი ბრძოლის წინ.
Internet.ge